ფსიქოლოგი და პედაგოგი შალვა ამონაშვილი საგანგებო ვიდეოს გვიძღვნის და ადამიანებს ყველაზე მთავარსა და ძვირფასზე გვესაუბრება:
“მარტია, უფრო თბება და გულიც გვითბება, რაღაცას ველოდებით – მარტი მოლოდინებია, მარტი მომავალია. ბედნიერებას გისურვებთ მარტის თვეში, ჩემო ძვირფასებო და თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო ლოცვას, იმიტომ რომ დღეს ასეთი ამბავი გადამხდა: თოვლი რომ იდო ჩვენს ეზოში, ვერ გავდიოდი, რომ აგერ ჩვენს პატარა ეკლესიამდე მივსულიყავი და მელოცა. ქრისტეს აქვს ნათქვამი, რომ სულში ილოცე, ჩაიკეტე შენს ოთახში და ილოცეო, მაგრამ მე იქაც რომ მინდოდა ლოცვა? ასე მგონია ხანდახან, რომ თუ იქ სანთელს დავანთებ და თქვენზე რამეს ვიტყვი, ის უფრო ასრულდება, ვიდრე, აგერ ეზოში რომ ვსეირნობ და მაშინ ვიფიქრებ თქვენზე. ჩავიცვი სასწრაფოდ, გავედი, როგორღაც ამ თოვლში ვიარე, შევედი ჩემს ეკლესიაშიც და დაგინთეთ სანთელი, დაგინთეთ მთელი სიყვარულით. ბედნიერები იყავით, ჩემო კარგებო და ვილოცოთ ერთმანეთზე, არა ჩემზე, მომეცი, მომეცი, უფალო, ეს მომეცი, ის მომეცი… რად გინდათ? გონება მოგცათ, სიყვარული მოგცათ, სიცოცხლე გაჩუქათ, მეტი რა უნდა შესთხოვოთ ღმერთს? უნდა გასცეთ! იბედნიერეთ!”