ბრაზილიის პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტური გახდა საჭირო. 4 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო პირველივე ტურში გასამარჯვებლად საკმარისი ხმები.
მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბრაზილიის მოქმედი პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა(ლულა) და ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჟაირ ბოლსონარუს უფროსი ვაჟი, სენატორი ფლავიუ ბოლსონარუ.
ბრაზილიის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 5 ოქტომბერს გამოქვეყნებული შედეგებით, პირველ ადგილზე ბოლსონარუ გავიდა ხმების 47%-ით. ლულას 45% აქვს.
- საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 12 კანდიდატი მონაწილეობდა. მათ პირველივე ტურში გასამარჯვებლად 50%-იანი ბარიერი უნდა გადაელახათ.
- მეორე ტური 25 ოქტომბერს ჩატარდება
ბრაზილიის მოქმედმა პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ აღიარა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, ამიტომ შედეგი მოულოდნელია. ლულას იმედი აქვს, რომ მეორე ტურამდე ხალხს მიიმხრობს.
პირველი ტურის შედეგებით კმაყოფილმა ფლავიუ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ სამი კვირის შემდეგ ბრაზილიას ექნება საბოლოო პასუხი - თანამედროვე მთავრობის არჩევა.
radiotavisupleba ახალი ამბები