WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, რომელსაც, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა „ბანდეროლებით“ შეუტიეს.

„ბანდეროლი“ მცირეგაბარიტიანი ფრთოსანი რაკეტაა(რაკეტისა და დრონის ჰიბრიდი).

ხარკოვის მერი იჰორ ტერეხოვი თავდაპირველად ორი დაღუპულის შესახებ წერდა თავის ტელეგრამ-არხზე, თუმცა მოგვიანებით დააზუსტა, რომ დაღუპულია ერთი და დაჭრილია ექვსი ადამიანი.

ტერეხოვის ინფორმაციით, დარტყმა იყო ხარკოვის ინდუსტრიულ რაიონზე, სადაც დაზიანებულია ათამდე მრავალბინიანი სახლი. დაიწვა ადმინისტრაციული შენობა და ავტომანქანები.

  • ხარკოვი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის ჯარები ყოველდღე უტევენ რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.