“მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე?

3 weeks ago 1

გუ­შინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ ვი­დეო მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ამ­ბობს, რომ ორი სამ­სა­ხუ­რი და­ტო­ვა.

“დას­რულ­და ჩემი და ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დის” თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ასე­ვე დას­რულ­და ჩემი და Globalcell-ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ძა­ლი­ან გთხოვთ, არც და­მირ­ე­კოთ, არც მომ­წე­როთ. ამა­ზე მეტს ჩემ­გან ვერ გა­ი­გებთ.

ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. მად­ლო­ბა, ნახ­ვამ­დის”, – ამ­ბობს ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე ვი­დეო მი­მარ­თვა­ში.

მალე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და “იმე­დის“ გა­და­ცე­მი­დან ვი­დეო, სა­დაც წამ­ყვა­ნებს, სტუმ­რად ორ­ნე­ლა მუტი ჰყავთ. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გია ჯა­ჯა­ნი­ძემ მსა­ხი­ო­ბის­თვის კი­თხვის დას­მის დროს, მისი სა­ხე­ლი არას­წო­რად თქვა, რა დრო­საც ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ ტე­ლე­წამ­ყვანს, თავ­ში ხელი მსუ­ბუ­ქად და­არ­ტყა და სა­ხე­ლი შე­უს­წო­რა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ სწო­რედ ეს ფაქ­ტი გახ­და, ხა­ზა­რა­ძის არა­ე­თი­კუ­რი ქცე­ვა გახ­და მისი არ­ხი­დან გაშ­ვე­ბის ეთერ­ში.

კო­მენ­ტა­რებ­ში ასე­ვე წერ­დნენ, რომ ჯა­ჯა­ნი­ძე ის სა­ხეა, რო­მე­ლია ნა­ცებ­საც და ქო­ცებ­საც უყ­ვართ და შე­სა­ბა­მი­სად წამ­ყვა­ნის მი­მართ, უამ­რა­ვი მხარ­დამ­ჭე­რი კო­მენ­ტა­რე­ბი და­წე­რეს.

წუ­ხელ ჩა­მოვფრინ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ­ცერ­თი კო­მენ­ტა­რი არ მი­ნა­ხავს. მე და ნა­ნი­კო ვმე­გობ­რობთ, ახ­ლაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ნა­ნი­კო არ გა­უშ­ვი­ათ, ის ვი­დე­ო­შიც ამ­ბობს, რომ თა­ვად წა­ვი­და. რაც თქვენ ნა­ხეთ, ის ვნა­ხე მეც, ნა­ნი­კოს კო­მენ­ტა­რი.

არა­ვინ არ იცის, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სად რას გა­ა­კე­თებს ადა­მი­ა­ნი. მოხ­და ფაქ­ტი, შე­მე­შა­ლა სა­ხე­ლი და ნა­ნი­კოს ჰქონ­და ეს რე­აქ­ცია. იქვე მი­თხრა, უკაც­რა­ვად, გე­ხუმ­რეო. ვუ­თხა­რი, რომ ხუმ­რო­ბის დრო არ იყო და დამ­თავ­რდა. ღამე ვე­სა­უბ­რეთ ერ­თმა­ნეთს, ვუ­თხა­რი, კარ­გი რა, ნუ შე­მა­წუ­ხე იმით, რომ წუხ­ხარ, რა იყო, თავი ხომ არ მო­გიჭ­რია-მეთ­ქი. თუ ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ ქრის­ტი­ა­ნი ერი ვართ და მი­ვუ­ტე­ვოთ ერ­თმა­ნეთს, მოხ­და ასე, ადა­მი­ა­ნის­თვის შემ­თხვე­ვით ფეხი არ და­უ­ბი­ჯე­ბი­ათ, არ სტკე­ნია? – მოხ­და ასე, სპე­ცი­ა­ლუ­რად ხომ არ უქ­ნია.

სტატია სრულად : 

The post “მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო…” – რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის “იმედიდან” წასვლაზე? appeared first on TTimes.GE.

სრულად წაკითხვა