მტკიცებულებების განადგურებას ელოდებით? ამ დრომდე არ ამოგიღიათ, გიორგი შეწირულის სამოსი, დნმ ექსპერტიზა არ გჭირდებათ? -მელაძე საგამოძიებოს

1 week ago 3

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ამ დრომდე არაა ამოღებული ოპერატორის, გიორგი შეწირულის სამოსი, რომელიც მას თავდასხმის დროს ეცვა და რომელზეც სისხლის კვალია

“გამოძიება სად ისწავლეთ, ვინ ხართ? ასეთი უცოდინრები ხართ თუ მტკიცებულებების განადგურებას ელოდებით!!! ამ დრომდე არ ამოგიღიათ, გიორგი შეწირულის სამოსი რომელიც ეცვა, სადაც არის სისხლის კვალი. დნმ ექსპერტიზას არ გჭირდებათ? ტანსაცმელზე ვის კვალს იპოვით წიხლებით, რომ შედგნენ ოპერატორს ეს გამოძიებას არ აინტერესებს?
სად არის კამერა და სამაუწყებლო აპარატურა, სადაც არის ჩიპი და იქ ჩანს თავდასხმის მაღალი გარჩევადობის ვიდეო.” წერს ნოდარ მელაძე

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. მათივე მტკიცებით, გამოიკითხა გიორგი ლალიაშვილი და ჩატარდა მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, გამოკითხვაზე დაბარებულია ლუკა თოფურიძე.

სწორედ აღნიშნულ პირებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი თავდასხმაში მონაწილეობდნენ, თუმცა დაკავებული არავინა.

სრულად წაკითხვა