მუდამ მოღუშული კვარაცხელია "ნაპოლის" დაემშვიდობება - იტალიელი ჟურნალისტები

1 day ago 2

სერია ა-ს გასულ ტურში "ნაპოლიმ" "ფიორენტინა" დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი მცირე დაზიანების გამო გამოტოვა და 12 იანვრას "ვერონასთან" სათამაშოდ მზად იქნება.

სხვადასხვა გადაცემებში იტალიელი ჟურნალისტები ქართველზე საინტერესო კომენტარებს აკეთებენ:

ენრიკო ფედელე: 

"ქართველის მომავალი უკვე განსაზღვრულია, ის გუნდს დატოვებს. ეს საეჭვო აღარ არის. ნეაპოლელებს დავიდ ნერესი კარგი დრიბლინგის გამო მოგვწონს, თუმცა არ ვიცი, თამაში ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს, თუ შეცვლაზე შეუშვან. ჩენი აზრით, ხვიჩა მასზე უფრო ტექნიკურია“.

ხერარდო ფაზანო: 

"Arrivederci კვარა. ვერ გეტყვით, რამდენად აფასებს ხვიჩას კონტე. ქართველს მუდამ მოღუშულს ვხედავ, რაც, ალბათ, ხელშეკრულების განახლების პრობლემებითა და ფინანსური საკითხითაა გამოწვეული. კონტეს სურს შეგირდი გაცილებით უფრო მშვიდი და გუნდისთვის კონცენტრირებული იყოს. ის, რა თქმა უნდა, აქ ივნისამდე დარჩება, შემდეგ კი დაგვემშვიდობება“.

სრულად წაკითხვა