თავდაპირველად ზოდელავას კლინიკაში გადაყვანაზე ინფორმაცია გავრცელდა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდით:
„გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი. ის რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყოველთვის იყო ცნობილი ადგილობრივი ჯალათებისთვის. ციხის მედ პერსონალი და ციხის ზოგიერთი თანამშრომელი ტეხავდნენ განგაშს, მაგრამ მათი თბილისელი უფროსები დემონსტრაციულად აიგნორებდნენ ამ საფრთხეს“.
კლინიკა „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ინსულტზე საუბარი არ არის“:
„ბატონი ზოდელავა იმყოფება სტაციონარული მკურნალობაზე. მდგომარეობა სტაბილურია. მას უტარდება კვლევები“.
მურთაზ ზოდელავას და ოთხ პოლიტიკოსს, რომლებიც 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე არიან გასამართლებულები 7-7 წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.
ამ საქმეზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა 64 ადამიანს: მათგან ნაწილმა წაყენებული ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ნაწილს კი მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მხოლოდ მარიამ მეყანწილშვილს დააკისრა სასამართლომ ჯარიმა.
- სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა. ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
- ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

1 week ago
35







English (US) ·
Georgian (GE) ·