WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გვიან გავიღვიძეთ - ბორბლებაშვერილი,

გადაბრუნებული ლაფში წევს ურემი...

საკუთარ სამშობლოში ობოლი ბავშვები ვართ,

სახლის პატრონობას ჩემობენ მდგმურები.

გვიან გავიღვიძეთ - ჭიშკრები დაღებული!

(ტყემალზე თუ არა ხომ ვსხედით ჭადარზე.)

რის თავისუფლება?! - სამშობლო წაგებული,

მიწები დაყიდული ლეკსა და თათარზე!

დროდადრო ლამის ტვინი ავასხა ცამდე -

ეს ჩემი წყალ-ჭალა რომ მიაქვს, ვისთან მიაქვს?!

მწადს თავი გავუპო პრიმიტივს

ამდენს,

ზედ გადავუარო ამდენ ხისთავიანს!

გვიან გავიღვიძეთ - ბორბლებაშვერილი,

გადაბრუნებული ლაფში წევს ურემი...

საკუთარ სამშობლოში ობოლი ბავშვები ვართ

სახლი პატრონობას ჩემობენ მდგმურები!