08.11.202608.11.2026
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა შენობას, ჯერჯერობით, არ შეიცვლის.
მშობლების ინფორმაციით, „გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება“. ეს მოიცავს რამდენიმე საკლასო ოთახის ჩაკეტვას და მათ ნაცვლად ადმინისტრაციული ოთახების გამოყენებას. გარდა ამისა, სკოლას დაემატება მანდატურები.
ეს ინფორმაცია მშობლებს მიაწოდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, ლალი კალანდაძემ, რომელიც უწყებაში ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელობს.
„ეს მესიჯი მოგვივიდა სკოლას ლალი კალანდაძისგან რამდენიმე წუთის წინ! ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი:
ვინაიდან ფართის მოძიებას არ ეყო ეს ორი დღე, ამასთანავე, სულ რომ ხვალ ვიშოვოთ ფართი, გარკვეული დრო დასჭირდება გარდამავალ პერიოდს – ხელშეკრულების გაფორმება, 112ის დასკვნა და აშ. თქვენი სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:
სამხარაულის ბიუროს გაეგზავნა დამატებითი მოთხოვნა სიღრმისეული ანალიზის გასაკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია მანამდე იყო ზეპირი, ჩაითვალა, რომ დამატებით ჩართონ ექსპერტები ამ პროცესში.
მანამდე, სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში. ამასთანავე, ორშაბათიდან ადგილზე გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება. ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, ხოლო სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები. დაემატებიან მანდატურები.
netgazeti