„ნანუკას ფონდი დააყადაღეს. დეტალები უცნობია, მიზეზებს ვარკვევ“, - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამ საკითხზე დასმულ რადიო თავისუფლების კითხვას ასე უპასუხეს: „სხვა უწყებებში იკითხეთ“.
რადიო თავისუფლება სხვა დეტალების გარკვევას ცდილობს. დამატებითი ინფორმაციის მოძიების შემთხვევაში მასალა განახლდება.
„ნანუკას ფონდი“ ბოლო პერიოდში მეტწილად ორინტირებული იყო პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახების დახმარებაზე. ფონდი ასევე ეხმარებოდა იმ მოქალაქეებსაც, რომელსაც პოლიცია ადმინისტრაციულ სამრთალდარღვევის ჩადენას ედავებოდა, სასამართლო კი მათ სოლიდურ ჯარიმებს აკისრებდა.