"ნაპოლიმ ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი გაუშვა და.." - ადანი კვარაცხელიას ტრანსფერს ეხმაურება

2 hours ago 1

ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლის თაობაზე ისასუბრა.

"ნაპოლი კვარაცხელიას შემცვლელის გარეშე თამაშობს და ეს აუცილებლად უნდა ითქვას. კონტე ქართველის ნაცვლად მოედანზე ხან პოლიტანოს ათამაშებდა, ხან კიდევ ნერეშს. თუმცა გუნდს ხვიჩას დონის მოთამაშე მაინც არ ჰყავს.

გუნდიდან ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი წავიდა და როცა მისი შეცვლა ვერ ხდება, პრობლემები უფრო და უფრო იმატებს

", - განაცხადა ადანიმ.

ცნობისთვის, 23 ტურის შემდეგ ნაპოლი სერია ა-ს 54 ქულით ლიდერობს, თუმცა უშუალო კონკურენტს ინტერს (51) ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

სრულად წაკითხვა