UFCSaudiArabia-ზე MMA-ში დაუმარცხებელი მებრძოლი, დაღესტანელი შარა მაგომედოვი მაიკ ვენომ პეიჯთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
შარამ მარცხის მიზეზი ცუდად ყოფნით ახსნა:
“ოქტაგონზე ფეხები არ მემორჩილებოდა, ხელებში სისუსტეს ვგრძნობდი. ნაწლავების პრობლემა მაქვს, უცებ თავბრუსხვევა ვიგრძენი და შემეშინდა, გული არ ამრეოდა“, - განაცხადა შარამ.
შეგახსენებთ, რომ მაიკ ვენომ პეიჯისთვის ეს საშუალო წონაში პირველი ბრძოლა იყო.