სოციალურ ქსელში ქვეყნდება კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილის მაკო ჭილაშვილის პოსტი. ავტორს ის დახურული აქვს, თუმცა ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ მაკოს და მან დაგვიდასტურა, რომ ეს ნამდვილად მისი ტექსტია, რომელშიც აღწერილია ვითარება დიდი ქართველის რეჟისორის ელდარ შენგელაიას გასვენებიდან.
“მთელი დღე ვფიქრობდი, როგორ აღმეწერა ის გარემო, რაც გასვენებაში დამხვდა.
მაგრამ ერთი ფაქტი იყო ძალიან სასიამოვნო და ელდარისეულად სახალისო. ნატალია, მისი შვილიშვილი ჭირისუფლის სკამზე იჯდა და დრო და დრო, როდესაც “ქოცების” მთავრობის წარმომადგენელს დაინახავდა, წამოიძახებდა, -“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” მე ერთს შევესწარი და თვალით მანიშნა შენ გაიმეორეო.
სიონიდან ისე გამოვედი, მეგონა, ელდარის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ვნახე”.
The post “ნატალია, ელდარის შვილიშვილი ჭირისუფლის სკამზე იჯდა და როდესაც “ქოცების” მთავრობის წარმომადგენელს დაინახავდა, წამოიძახებდა, -“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” – მაკო ჭილაშვილი appeared first on TTimes.GE.