„სარკე“
პოეტი და ექიმი ნატო ღეჩუაშვილი სტუდენტობისას ძალიან პოპულარული გახლდათ. მის ლექსებს იმდროინდელ ფაქტობრივად ერთადერთ ჟურნალში ბეჭდავდნენ და ცნობილი კომპოზიტორები სიმღერებს ქმნიდნენ. ნატო საკუთარ ლექსებზე სიმღერებს თავადაც ქმნიდა. როგორც ამბობს, ლექსებს ამღერებდა.
ნატო ღეჩუაშვილი ორი შვილის დედაა. ერთ-ერთი ცნობილი ტელესახე, გვანცა დარასელია, გახლავთ.
„…შევქმენი ოჯახი და ორი არაჩვეულებრივი შვილი შემეძინა. ის სიყვარულიც დამთავრდა გარკვეული წლების შემდეგ. ჩემი ყველაზე დიდი და მაგარი სიყვარული კი 10 წელი გრძელდებოდა…
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტრავმა მივიღე ცხოვრებაში, მაინც ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან არაჩვეულებრივი შვილები მყავს. დამაჯილდოვა ღმერთმა ამით. მქონდა ორი ძალიან დიდი სიყვარული. ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სიყვარული ისევ ჩემთან არის და ის არსად წავა…“- ყვება ნატო ღეჩუაშვილი „სარკესთან“.
ცნობილი პოეტისა და ექიმის, ნატო ღეჩუაშვილის, ინტერვიუ იხილეთ „სარკის“ ახალ ნომერში