ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირას უნგრეთში გამგზავრებას გეგმავს მიუხედავად იმისა, რომ მასზე დაპატიმრების საერთაშორისო ორდერია გაცემული.
მისმა ოფისმა გამოაცხადა, ნეთანიაჰუ იქ იქნება ოთხშაბათიდან კვირამდე და შეხვდება, სხვათა შორის, პრემიერმინისტრ ვიქტორორბანსაც.
შარშან ნოემბერში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა დაპატიმრების ორდერი ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის გალანტის წინააღმდეგ ღაზის ომში მათი ქმედებების გამო.
მათ ბრალად ედებათ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და ომის დანაშაული.
ორბანმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემისთანავე მოწვევა გაუგზავნა და განაცხადა, რომ ვიზიტისას ის არ იმოქმედებს.
უნგრეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის რატიფიცირება მოახდინა და, შესაბამისად, ვალდებული იქნება შეასრულოს მისი გადაწყვეტილებები.