WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პარასკევს დილის მონაცემემებით ნეპალში მეწყრისა და ღვარცოფის შედეგად დაღუპუთა დადასტურებულმა რაოდენობამ 469-მდე მიაღწია.

ნეპალსა და მეზობელ ტიბეტში, ოთხშაბათს დილით სავარაუდოდ მყინვარის ჩამოშლას კლდის, ყინულის, ტალახისა და ნამსხვრევების უზარმაზარი ნაკადის მთის მდინარეთა სისტემებში მოხვედრა მოჰყვა, რამაც ღვარცოფი გამოიწვია.

ამ დრომდე თითქმის 1000 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში არ შესულა.

საზღვრის ორივე მხარეს დაკარგულია ასობით უცხოელი.

  • ნეპალის ოფიციალური პირების თავდაპირველი ინფორმაციით, რეგიონში მომხდარ მიწისძვრას შესაძლოა მყინვარის ქვედა ნაწილის ჩამოშლა გამოეწვია, რასაც შემდეგ წყალდიდობა მოჰყვა.
  • აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისძვრის მაგნიტუდა, რომელიც თავდაპირველად 4.4-ად შეფასდა, რეალურად მყინვარული ქანებისა და ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი სეისმური ენერგია იყო, რასაც ნამსხვრევებისა და ტალახის მასის გადაადგილება მოჰყვა.
  • ჩინეთის ხელისუფლებამ ასევე დააფიქსირა გირონგში მდებარე, ამჟამად კაშხლით შეკავებულ ტბისგან მოსალოდნელი საფრთხე. ტბა მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ტიბეტ-ნეპალის სასაზღვრო პუნქტის ზემოთ, დინების მიმართულებით მდებარეობს და მისი შესაძლო გარღვევა სამაშველო ოპერაციებს მთიან რეგიონში მნიშვნელოვნად გაართულებს, იტყობინება CCTV.