ნეტგაზეთი/ბათუმელების განცხადება დაშვებული შეცდომის გამო

1 week ago 17

განცხადება!

ნეტგაზეთი/ბათუმელები ეხმაურება შალვა პაპუაშვილის მიერ შესყიდულ ტყესა და მიწის ნაკვეთზე ჩვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და გამოვთქვამთ წუხილს დაშვებული შეცდომის გამო.

პარლამენტის თავმჯდომარის დეკლარაციის თანახმად, ზურაბ პაპუაშვილის საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ფაქტობრივი თანამესაკუთრე იყო შალვა პაპუაშვილი, რომელმაც მიწის 50% საკუთრებაში 2020 წელს დაირეგისტრირა. [გადახდილი საფასური – 1 ლარი]

გარდა ამისა, პაპუაშვილმა ანალოგიურად დაირეგისტრირა 2020 წელს სიღნაღში, სოფელ ვაქირში 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთის 50%. ზურაბ პაპუაშვილის სახელზე რეგისტრირებული ამ მიწის ფაქტობრივი თანამესაკუთრე პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

ბათუმელები/ნეტგაზეთის მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებული იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს სახელმწიფომ 20 ჰექტარი ტყე 1 ლარად გადასცა სიღნაღში, მდინარე ალაზნის სანაპიროზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა შალვა პაპუაშვილის ქონებრივ დეკლარაციებთან ერთად, საიდანაც რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს კუთვნილი მიწა დაირეგისტრირა 1 ლარად, მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის პრესსამსახური დაგვიკავშირდა, შეისწავლა საჯარო რეესტრის დამატებითი დოკუმეტები,

ჩვენი რედაქციისთვის ყოველთვის მთავარი იყო, არის და იქნება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი, სწორედ ამიტომ კითხულობთ ახლა ამ ტექსტს. არავინ განიცდის ახლა ჩვენზე მეტად ჩვენ მიერ დაშვებულ ამ შეცდომას, მაგრამ არსებული ვითარებიდან და წნეხიდან გამომდინარე, რომელშიც ბოლო რამდენიმე კვირის განავლობაში მუდმივად ვიმყოფებით, დავუშვით შეცდომა, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ჩვენს მკითხველს.

სრულად წაკითხვა