საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ნიკო ნიკოლაძე სამშობლოზე წერდა:
“ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებს და არა ადამიანისას. უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს.
რუსეთს არავითარი უფლება არა აქვს იბატონოს იმ ქვეყანაზე, რომელსაც სურს თვითონ იყოს თავისი ბატონ-პატრონი და თვითონვე გაუძღვეს საკუთარ საქმეებს.”