ნინი შერმადინის ულამაზესი მიძღვნა დედას

2 months ago 41

მომღერალმა ნინი შერმადინმა დედების დღესთან დაკავშირებით ახალი სიმღერა წარადგინა. “დედას” – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის სიმღერისა და ტექსტის ავტორიც კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია. ნინიმ სიმღერა დედის ხსოვნას მიუძღვნა:

“დედის დღეს გილოცავ დე. მიყვარხარ…”

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

ჩემი ბებიკო და ნინი შერმადინის დედა ერთ დღეს გავიდნენ ამ სამყაროდან, ამიტომაც შევქმენი ეს სიმღერა და ტექსტი. მე ჩემი მხრიდან ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანს, ჩემი ცხოვრების მაგალითს, ჩემს ბებიას მივუძღვენი. ნინი კი თავის საყვარელ დედას უმღერის ულამაზესად. დედის დღეს გილოცავ, ბებიი. მადლობა ნინის ძალიან ემოციური შესრულებისთვის. მადლობა ბორიკო შხიანს ულამაზესი არანჟირებისთვის. მადლობა გიორგი ცაავას ძალიან გულწრფელი ვიდეოსთვის.”

სრულად წაკითხვა