„მას ვედავებით სიტყვიერ შეურაცხყოფას სამედიცინო პერსონალის მიმართ. ასევე გენერალური დირექტორის მისამართით, დედის მისამართით იყო გინება... ქალბატონი ნინო [ნადირაძე] აფიქსირებს ფიზიკური შეურაცხყოფის ნაწილსაც. ის მიუთითებს, რომ ბატონმა თემურმა ფეხი აიქნია მისი მისამართით, თუმცა სამართალდარღვევის ფარგლებში ამის განხილვა არ მოხდება“, - თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა.
ნინო ნადირაძეს ფართო საზოგადოება ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პრაიმ შოუდან“ იცნობს - ის წლებია ამ გადაცემის თანაწამყვანია.
თემურ ქათამაძის ადვოკატი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს პრეტენზიები ჰქონდა კლინიკა „ვივამედის“ თანამშრომლებთან:
„საათების განმავლობაში ითხოვდა ყურადღებას ექიმების მხრიდან, რასაც ვერ იღებდა... მოწმეები საუბრობდნენ, რომ თითქოს მას ჰქონდა ხმამაღალი ტემბრი, აგრესიული დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ“.
მასალა განახლდება