წაკითხვა: 3
პარლამენტის ყოფილი წევრი ნაც.მოძრაობის სიით, მაია ნადირაძე, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს:
“ნუ უყურებთ “კომისიას”
ნუ აზიარებთ საძაგლობებს!
ნუ ვიშვიშებთ უხეირო წიაღსვლებით.
ნუ ხართ მსხვერპლის როლში!
ამ ცირკის უმთავრესი მიზანია რომ უუნაროებად, საცოდავებად და დამარცხებულად იგრძნოთ თავი!
აბა, სააკაშვილის დასატყვევებლად, მაგათ ქარელის ჩვენებაც თავზე გადაუვათ. ვერ ამარცხებთ, ნუ აძლიერებთ მაინც.
31 მარტს ზღვა ხალხი რომ შეიკრიბება, შემკრებ-კოორდინატორს დაუსვით ეგ შეკითხვა – ვინ დაიწყო ომი?! ვის ებრძვის ახლა და რატომ?!
ის გაგცემთ ჭეშმარიტ პასუხს მაგაზეც და ყველაფერ დანარჩენზეც.
მეგობარი აქტის მიღება ლამის ბოლოში გადის, იქაა ამ საცოდავი მონებისთვის პასუხი. ჰოდა, პეტიციები წერეთ პარტიებმა. საზოგადო მოღვაწეებმა, საერთაშორისო პოლიტიკის გურუებმა და აქტივისტებმა პირადი წერილები, რომ ორ თვეში ამერიკული დაზვერვა ანგარიშს რომ წარადგენს დახურულ სხდომაზე, იმაში შეეშველოთ.
რით არ მოგბეზრდათ ნაცემის, დამცირებულის და დამარცხებულის როლი?! გათავდა ნაცარი!”– წერს ნადირაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს