რუსეთის ჯარებმა 15 ივლისს მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესასა და ოდესის ოლქზე.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზედიზედ მეხუთე დღეა რუსეთი რაკეტებით და დრონებით უტევს მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო, სამრეწველო და საპორტო ინფრასტრუქტურას.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის ცნობით, 15 ივლისს სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქ ოდესაში დაზიანდა მრავალბინიანი სახლი. დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი და სამი დაშავდა.
ოდესაში დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობაც, ერთი-ერთი საწარმოს მზა პროდუქციის საწყობი და გაზსადენი. 15 ივლისის დილის მონაცემებით, ხანძრები ლიკვიდირებული იყო.
კიპერის ცნობითვე, ოდესის ოლქის სამხრეთში რუსული დრონებით დარტმის შედეგად დაზიანებულია ავტოგასამართი სადგური.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე 15 ივლისს დილით გამოქვეყნებული ცნობით, ოდესის პორტში დაარტყეს უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი საწვავის რეზერვუარებს და ორ საამქროს, სადაც დრონებს აწარმოებდნენ, ხოლო ჩერნომორსკის პორტში სატვირთო გემს და კონტეინერმზიდს, რომლებსაც უკრაინის არმიისთვის ტვირთები უნდა მიეწოდებინათ.
ამ ობიექტებზე დარტყმის შესახებ უკრაინას არაფერი უთქვამს.
რუსეთის ჯარებმა ოდესის ოლქის პორტებზე მასირებული შეტევა მიიტანეს 14 ივლისს საღამოსაც.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საპორტო ინფრასტრუქტრაზე დრონებით დარტყმის დროს დაზიანდა მარშალის კუნძულების დროშით მცურავი სატვირთო გემიც, რომლის ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა.
რამდენიმე საათით ადრე რაკეტებით და დრონებით შეტევისას დარტყმა იყო ტანზანიის და ლიბერიის დროშებით მცურავ სატვირთო გემებზე. ერთის კაპიტანი დაიღუპა. დაშავდა სამი მეზღვაური.

1 week ago
31







English (US) ·
Georgian (GE) ·