WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია გადადგა. მისი განცხადება მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

„შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის პროექტი“, - აცხადებს კუნჭულია, რომელიც მერი 2025 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნებით გახდა.

ოზურგეთის ყოფილი მერი წყენას გამოხატავს, რომ „სათანადო მხარდაჭერა ვერ მიიღო“ მაშინ, როცა „აგენტურულ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული წარმატებასა და პროგრესზე“:

„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის სახელმწიფო რწმუნებულმა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, არაერთხელ, მათ შორის საჯაროდაც მოუწოდეს კონკრეტულ ადგილობრივ თანამდებობის პირებს ერთიანობისკენ, სამწუხაროდ, სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების კვალდაკვალ, ვერ ვიგრძენი და დამალვას არ ვაპირებ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული გულისწყვეტა ნამდვილად მაქვს, რამაც გარკვეული როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა, ეს არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა…“

მან მადლობა გადაუხადა ოზურგეთელებს, თანაგუნდელებსა და მმართველ გუნდსა და ლიდერებს, თუმცა არ გამოიყვია რომელიმე მათგანი. მათ შორის არც პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომლის მიმართაც მუდმივად გამოხატავენ მადლიერებას უმაღლესი პოლიტიკური და პარტიული თანამდებობის პირები.