ოზურგეთში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა – როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

1 month ago 17

ოზურგეთში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში ადგილობრივი მცხოვრები შუახნის მამაკაცი დაიღუპა.

იგი მეზობელს სახურავის გადმოთოვლაში ეხმარებოდა, ამ დროს სახლი ჩამოინგრა  და მამაკაცი ბეტონის ფილის ქვეშ მოყვა.

ოზურგეთში 4 დღეა, თოვს, რის გამოც ოზურგეთის მერია და ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტში რამდენიმე ადგილას დიდთოვლობის და საშიში მდგომარეობის გამო მოსახლეობის გამოყვანა გახდა საჭირო. მუნიციპალიტეტის სოფელ კოკათში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაინგრა, სადაც 75 წლამდე მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობდა.  მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე მას ვერ უკავშირდებიან. მისივე თქმით, ხვალ დილით ტექნიკა გზის გასაწმენდად წავა სამაშველო ჯგუფთან ერთად და მამაკაცის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ექნებათ.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაციები, რომ გურიის სოფლებში დარჩენილი მოსახლეობა მოწყვეტილია გარე სამყაროს, თოვლის საფარი 1-1,5 მეტრს აღწევს. მოსახლეობა შველას ითხოვს, რამდენიმე დღეა, არ აქვთ წყალი, გაზი და ელექტროენერგია, ზოგი ამბობს, რომ საკვების მარაგიც უთავდებათ. 112-ში უამრავი ზარი შედის, თუმცა მოსახლეობა ჩივის, რომ მათთან არავინ მიდის. ზოგი სახლი თოვლის დიდი საფრის გამო ჩამოინგრა და ადამიანები მეზობლებთან და ახლობლებთან ათევენ ღამეს, ზოგს ჩამონგრევის საშიშროება ემუქრება. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების თქმით, გზები იწმინდება, თუმცა მალე ისევ იფარება თოვლით, რადგან ინტენსიურად თოვს.

დიდთოვლობაა ბათუმში და მთლიანად აჭარაში, სადაც ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა. უამინდობის გამო ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში ბაღები და სკოლები დროებით დაიკეტა. ბათუმში საზოგადოებრივმა ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდა. აჭარის მაღალმთიანი სოფლები გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.

დიდთოვლობის გამო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„ინტენსიური თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დიდ­თოვ­ლო­ბა, ჰა­ე­რის დაბალი ტემპერატურა და ზო­გან ძლი­ე­რი ქარი არ­ქტი­კუ­ლი ცივი ჰა­ე­რის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია. სინოპტიკოსთა ცნობით, თოვა, ზოგან ძლიერი, მთელი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 27 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით გაგრძელდება. 27 თე­ბერ­ვლის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ზო­გან გა­მო­ი­და­რებს, 28 თე­ბერ­ვალს და 1-2 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 3 მარ­ტი­დან კვლავ ამინ­დის გა­უ­ა­რე­სე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს (აღმოსავლეთ საქართველოში -12 გრადუსამდე) და მარტის პირველ რიცხვებშიც ყინვებია მოსალოდნელი, შემდეგ კი ჰაერის ტემპერატურა შედარებით აიწევს.

ნანა ძნელაძე

სრულად წაკითხვა