WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში („სამხრეთ ოსეთში“) 18 სექტემბერს მიმდინარეობს ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც უკანონოდ არის გამოცხადებული საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

ე.წ. ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობენ „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“ მარატ კამბოლოვი (საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი), ზურაბ კოკოევი (პარტია „ერთობა“), მურატ ვალიევი („ალანიის პატრიოტები“) და ყაზბეკ კოდოევი (საინიციატივო ჯგუფი).

  • ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ვადაზე ადრე დანიშნეს, მას შემდეგ, რაც 2026 წლის ივნისში „პრეზიდენტის" პოსტიდან გადადგა ალან გაგლოევი და სამუშაოდ პუტინის ადმინისტრაციაში წავიდა.

18 სექტემბრის კენჭისყრას ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან არავის ეპარება ეჭვი, რომ გამარჯვებულად გამოცხადდება ოკუპირებულ ცხინვალში მოსკოვის მიერ მივლენილი მარატ კამბოლოვი.

  • რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში დაწყებული ომის შემდეგ.
  • ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, საიდანაც დევნილია 30 ათასამდე ადამიანი და ბევრი სოფელი განადგურებულია, მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული და მოსკოვიდან მართულია.