ომანში დაიწყო არაპირდაპირი მოლაპარაკებები აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის

6 days ago 12

ირანმა და შეერთებულმა შტატებმა ომანში დაიწყეს მაღალი დონის მოლაპარაკებები, რომლებიც მიზნად ისახავს თეირანის სწრაფად განვითარებად ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების დაწყებას. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხედრო ქმედებით იმუქრება, თუ შეთანხმება არ შედგება.

მოლაპარაკებების შესახებ ცნობებს „როიტერსი“ ავრცელებს.

ირანის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი აბას აღარჩი ხელმძღვანელობს, აშშ-ის მხარეს კი - დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ცნობით, დელეგაციების წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა ოთახია გამოყოფილი და შეტყობინებებს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ბინ ჰამად ალ ბუსაიდის მეშვეობით გაცვლიან.

“როიტერსის” ცნობით, მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციაზე, პატიმრების გაცვლასა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე კონტროლის სანაცვლოდ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების შესახებ შეზღუდულ შეთანხმებებზე.

მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებმა განაცხადეს, რომ გარკვეული პროგრესის მიღწევის შანსები არსებობს, თუმცა უთანხმოება კვლავ რჩება. დონალდ ტრამპი მოითხოვს, რომ ირანელებთან პირდაპირი მოლაპარაკებები ჩატარდეს, თეირანი კი დიალოგის შუამავალის დახმარებით გამართვას ემხრობა.

სრულად წაკითხვა