ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას 2.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

1 hour ago 4

თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს (ენმ) ზვიად კუპრავას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 29 ივნისს გამოცხადდა.

ზვიად კუპრავა 2025 წლის 1 ოქტომბერს დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. მას ბრალად ედებოდა ვიდეო მიმართვაში მთავრობის დამხობისკენ მოწოდება (სსკ-ის 317-ე მუხლი) და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა (სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი).

მოსამართლემ ის ორივე ბრალში გაამტყუნა. “დამხობის” ნაწილში მიუსაჯა პატიმრობა, ხოლო წინააღმდეგობის ბრალში – 5000-ლარიანი ჯარიმა.

ვიდეომიმართვაში, რომლის გამოც დააკავეს, ზვიად კუპრავა ამბობს, რომ ასი ათასობით ადამიანმა, მისი ჩათვლით, გადაწყვიტა, 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია და დაამხოს ივანიშვილი.

სრულად წაკითხვა