ორგანიზაციებს გრანტის მისაღებად მთავრობის ნებართვა დასჭირდებათ - „ოცნების“ კანონპროექტი

1 week ago 16

„ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტი დააინიციირა, რომლითაც ორგანიზაცია გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება „მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა“. დონორი ორგანიზაცია ვალდებული იქნება წარადგინოს ხელშეკრულების პროექტი.

„გრანტების შესახებ“ კანონში ჩნდება „აკრძალული გრანტის“ ცნება - ანუ დონორის მიერ ორგანიზაციის დაფინანსება, თუ მას არ ექნება მთავრობის თანხმობა.

„ეს წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ისევე როგორც საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე“, - წერია კანონპროექტში.

გრანტის გაცემისა და მიღების „კანონიერებას“ ანტიკორპუფციული ბიურო შეამოწმებს. მას შეეძლება გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში და გამოკითხოს ადამიანები.

„აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით“, - წერია კანონპროექტში.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა