ოფიციალურ დონეზეც მწვავე კრიტიკას ვისმენთ… სანქციას არ ველოდები -მდინარაძე რუსულ კანონზე

3 weeks ago 12

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს პარტიის თავმჯდომარისა და აშშ-ის ელჩს შორის გამართულ შეხვედრაზე და იმაზე, უკავშირდებოდა თუ არა აღნიშნული რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას.

მან ასევე თქვა, რომ მწვავე კრიტიკას ისმენენ, მათ შორის ოფიციალურ დონეზე, მაგრამ, არანაირ სანქციებს არ ელოდება. ცნობისთვის, სანქცირებასთან დაკავშირებით გუშინ ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, რაზეც მეთიუ მილერმა უპასუხა, რომ საქმე ჯერ კანონპროექტთან გვაქვს და ამ ეტაპზე სათქმელი არაფერია – “თუ მას მიიღებენ, დაგვაკვირდით”.

“ნამდვილად არ ველოდები არანაირ სანქციას, იმიტომ, რომ შეუძლებელია სანქცია იმ ქვეყნიდან, რომელ ქვეყანაშიც უფრო მკაცრი კანონი მოქმედებს ამ მიმართულებით და თუ ეს მართლაც ვიღაცამ თეორიულად მაინც განიხილა, ეს იქნება წარმოუდგენელი უსამართლობა, იმიტომ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ამ მიმართულებით კიდევ უფრო მკაცრი კანონია იგივესთვის სხვას სანქცია დაუწესოს, ამას მე მგონი წარმოუდგენელია, რომ ვინმე დაუშვებს. წარმოუდგენელია ვინმემ იფიქროს იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანაში რაც მოქმედებს ის თუ პატარა ქვეყანამ გააკეთა და იკადრა იგივე, თუნდაც უფრო ლოიალური ფორმით, ჩვენ ამისთვის სანქცია დავუწესოთ, ასეთი უსამართლობა წარმოუდგენელია. კრიტიკაც წარმოუდგენელი უსამართლობაა, პირდაპირ ვამბობ. კრიტიკას კი არ ვისმენთ, თქვენ არ ამბობთ, მწვავე კრიტიკას ვისმენთ ცალკეული წარმომადგენლებისგან ჩვენი მეგობარი ქვეყნების, მათ შორის ოფიციალურ დონეზეც მწვავე კრიტიკას ვისმენთ, ერთადერთი განსხვავება შარშანდელთან არის ის, რომ ისინი აღარ ეძახიან რუსულს”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

სრულად წაკითხვა