ოქროს ლომი ლევან გელბახიანს

4 days ago 9

levan-gelb.jpgქართველმა მსახიობმა ლევან გელბახიანმა ლოკარნოს რიგით 78-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო შესრულებისთვის ოქროს ლეოპარდი მიიღო. მან დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა:
“სანამ მე აქ ვარ და ვტკბები ამ ყველაფრით, ჩემი მეგობრები და კოლეგები თბილისის ქუჩებში საქართველოს ევროპული გზის გაჩერებას აპროტესტებენ, უკვე 260 დღეზე მეტია. ახალგაზრდები საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მაგალითად, ისეთები, როგორიც ჩვენი კოლეგა ანდრო ჭიჭინაძეა, უკვე 8 თვეა იმყოფება უკანონო პატიმრობაში 65-ზე მეტ პოლიტპატიმართან, უდანაშაულო ადამიანებთან და სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებთან ერთად.
სამწუხაროდ, მთელს მსოფლიოში, ავტორიტარიზმის ქარიშხალში ცხოვრობთ. სიძულვილი, დანაწევრება და დეჰუმანიზაცია მსოფლიოს ყველა კუთხეშია. და ჩვენ, როგორც ხელოვანებს, გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ყველაფერს და გამოვიდეთ სიტყვებით – “თავისუფლება პალესტინას!”

სრულად წაკითხვა