„ოცნება“ აკანონებს სიძულვილს, ჩაგვრასა და დისკრიმინაციას - SJC ეხმაურება 17 მაისს

6 hours ago 3

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება წლევანდელ 17 მაისს - ი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, - რომლის აღნიშვნის საშუალებაც წლებია, საქართველოში ქვიარ თემსა და მხარდამჭერებს არ ეძლევათ.

„დღე, რომელიც ემსახურება ლგბტქ ადამიანების უფლებების ხილვადობას მათ შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და გმობს ძალადობას, საქართველოში 2014 წლიდან კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღით“ ჩანაცვლდა. 2024 წელს კი „ქართულმა ოცნებამ“ 17 მაისი ოფიციალურად უქმედ და ის თბილისსა და რეგიონებში საზეიმო, ხალხმრავალი მსვლელობებით აღინიშნა“, - წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

„მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, 17 მაისი ქვიარ თემის მიმართ ნებადართული და წახალისებული ძალადობის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის მეხსიერებად ჩამოყალიბდა“, - აცხადებს ორგანიზაცია.

„წელს ამ დღეს საქართველოში ლგბტქ თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები ვხვდებით მძიმე და უწყვეტი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, სადაც “ქართული ოცნება” მიტაცებული არჩევნების ფონზე ცდილობსერთპარტიული მმართველობის დამყარების გზით ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებას. ანტიჰუმანური კანონების ამოქმედების ფონზე ქვეყანაში საბოლოოდ აფორმებს ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ რეჟიმს და საქართველოში სიძულვილს, ჩაგვრასა და დისკრიმინაციას აკანონებს“, - წერია განცხადებაში.

17 მაისს საქართველოში ქვიარ თემს არ აქვს რაიმე ღონისძიება დაგეგმილი. დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ორგანიზებულ ღონისძიებებზე მისული მრევლი დაიკავებს.

საპატრიარქოს მიერ დაწესებული „ოჯახის სიწმინდის დღეს“ რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობაა დაგეგმილ, - რის გამოც მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით იზღუდება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტქ+ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის „ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.

საქართველოს პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონი 2024 წლის 17 სექტემბერს მიიღო.

სრულად წაკითხვა