WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავს.

ამის შესახებ „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დღეს, 31 აგვისტოს, განაცხადა.

დღეს მოქმედი კანონის თანახმად, ქონების გადასახადს ფიზიკური პირი იმ შემთხვევაში იხდის, თუ მისი ან ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება.

„ვამუშავებთ [ცვლილებას] ქონების გადასახადის ჭრილში ფიზიკურ პირებთან მიმართებით დღეს უკვე არსებული ზღვარი რაცაა, რაც შემდეგ წარმოშობს ქონების გადასახადს, ამ ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით, უფრო დადებითი კუთხით, უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი. ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ეს ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.