პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში მომხდარ ჩხუბს ეხმაურებიან.
„დღეს საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ ღირსებააყრილი, მატყუარა, არაკომპეტენტური პრემიერმინისტრის ანგარიში, რომელიც სიმართლეს ვერ უსწორებს თვალს და სიმართლესთან ბრძოლა გადაწყვიტა საკუთარი ქოცზონდერული დაჯგუფების საშუალებით. ამ ხნის განმავალობაში ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ ებრძვიან სიძულვილის ენას. მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ძალადობა გახდა „ოცნების“ და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის საფირმო ნიშანი, რომელიც ნოემბერ-დეკემბრიდან ფიზიკურად უსწორდება სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ქიმიურად წამლავს მათ.
სისტემური ძალადობა გახდა „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი. დღეს, ირაკლი კობახიძემ საბოლოოდ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერმინისტრად და ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას.
ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამაყობდით ოლიმპიური ჩემპიონებით, რომლებსაც უამრავი სიხარული მოუტანიათ ჩვენთვის. სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ოლიმპიური ჩემპიონები ქოცზონდერებად აქცია. ჩვენ ვნახეთ როგორი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხდებოდა საქართველოს პარლამენტში. ძალადობის ფაქტებმა უკვე პარლამენტშიც შეაღწია.
„ქართულ ოცნებას“ არავისთან არაფრის გადატვირთვის არც უნარები გააჩნია და არც კომპეტენცია. საკუთარ მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. სიმართლეს ძალადობით უპირისპირდება. ნამდვილად არ აქვს რესურსი ამ ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებად იწოდებოდეს და მართავდეს ამ ქვეყანას. ფაქტი ერთია, რომ ეს ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, მათ შორის, ყველას პროფესიული და პერსონალური პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ იმ ფაქტებზე, რაც დღეს ხდებოდა საქართველოს პარლამენტში.
მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც იბრძოდნენ ღირსეულად, სიმართლით, სიტყვით საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის, ოკუპაციის წინააღმდეგ ხმამაღალ სიტყვას ამბობდნენ პარლამენტში და დღეს ირაკლი კობახიძეს არაფერი არ ჰქონდა სალაპარაკო. ირაკლი კობახიძე არის პრემიერმინისტრი, რომელმაც ამ ქვეყანაში გავრილოვი ჩამოიყვანა და სტიქიურ უბედურებად იქცა 2019 წლის 20 ივნისი. რომლის სახელსაც მიეწერება გავრილოვის ვიზიტი, ბაქოში დამალვა, სხვის მიერ გაკეთებული განცხადება მისი გადადგომის შესახებ. პრემიერმინისტრმა, რომელიც თითქოს „ნაცების“ გასამართლებას ჰპირდებოდა საზოგადოებას, საკუთარი თანაგუნდელების დაჭერით დაიწყო მოღვაწეობა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე. გაანადგურა საკუთარი პარტია და საკუთარი პარტიის თავის ტკივილადაც იქცა. პრემიერი, რომლის სახელსაც უკავშირდება დანგრეული პარტნიორობა აშშ-თან, შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი, ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმი“, დარბეული ახალგაზრდობა, დემოკრატიის და თავისუფალი აზრის გამომხატველი კანონმდებლობის მიღება, რუსული კანონი და ა.შ. დღეს კი საბოლოოდ გაფორმდა ირაკლი კობახიძის მთავრობა მოძალადე მთავრობად.
ცდილობენ შემოსაღებას, თითქოს ჩვენმა გუნდმა განახორციელა თავდასხმა მათი გუნდის მისამართით, თითქოს გიგა ფარულავა ფიზიკურად გაუსწორდა 3 ოლიმპიურ ჩემპიონს“, — განაცხადა ბერდია სიჭინავამ პარტიის წევრთა ბრიფინგზე.
დღეს, 26 ივნისს, პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიის 2 დეპუტატს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩხუბის შემდეგ პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
როგორ გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე პარლამენტში ჩხუბს:
ჩხუბი პარლამენტში – „ოცნების“ წევრები გახარიას თანაპარტიელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·