WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს „ქოცად“ მოხსენიება შეურაცხყოფად მიაჩნიათ, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიაც ეთანხმება.

ამის შესახებ მათ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი განხილვისას განაცხადეს.

„ბატონო თავმჯდომარე, თქვენ განაცხადეთ, რომ სარჩელი მწყობრად იკითხებაო. ამ დარბაზში იმყოფება არაერთი იურისტი, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს… უმრავლესობა იურისტებს, გარდა ქოცი დეპუტატებისა“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

სიორიძის ამ განცხადებას, „ქართული ოცნების“ დეპუტატების აღშფოთება მოჰყვა, რომ მათთვის „ქოცად“ მოხსენიება შეურაცხმყოფელია.

„სასამართლოში ასე უნდა ისაუბროთ?!“, – განაცხადა „ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს დაეთანხმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაც. მისი თქმით, „ოცნების“ დეპუტატების შენიშვნა სიტყვა „ქოცის“ გამოყენებასთან დაკავშირებით სწორია.

„სწორი შენიშვნაა, ხომ არ მომესმა-მეთქი და ამიტომ ვერ ჩავერიე“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.