„ოცნების“ ლიდერები, მოსამართლეები, ამაღლობელის საქმის ფიგურანტები - ლიეტუვის სანქციები 102 ადამიანს შეეხო

3 days ago 9

ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 15 აპრილს საჯაროდ გამოაქვეყნა სია საქართველოს იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც ლიეტუვამ სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოში დემონსტრაციების დარბევის, ზოგადად, დემოკრატიული უკუსვლისა და ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის გამო.

ეს სანქციები სხვადასხვა დროს დაწესდა და ახლა სრული სია გამოქვეყნდა.

  • თავდაპირველად, 2024 წლის 2 დეკემბერს, სანქციები შეეხო 11 ადამიანს. მათ შორის ერთ-ერთი პირველი ბიძინა ივანიშვილი იყო
  • 15 დეკემბერს სია კიდევ 17 ადამიანით გაფართოვდა.
  • მომდევნო თვეებში კი ლიეტუვის სანქციები სულ 102 ადამიანს შეეხო.

რადიო თავისუფლებამ შეაჯამა გამოქვეყნებული სია და სანქცირებულების რამდენიმე ჯგუფი გამოყო.

მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტები; ასევე, მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები, რომლებიც დემონსტრანტების როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამარტლის წესით დაკავებისა და დაპატიმრების საქმეებში ფიგურირებენ.

პოლიტიკური ლიდერები

  1. ბიძინა ივანიშვილი
  2. ირაკლი კობახიძე
  3. კახა კალაძე
  4. თეა წულუკიანი
  5. მამუკა მდინარაძე
  6. დიტო სამხარაძე
  7. ვიქტორ ჯაფარიძე („ხალხის ძალა“)

მაღალჩინოსნები

  1. სუს-ის აწ უკვე ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი
  2. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური,
  3. მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე,
  4. მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე,
  5. მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე,
  6. მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი,
  7. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის) უფროსი ზვიად ხარაზიშვილი,
  8. გდდ-ის უფროსის მოადგილე მილერი ლაგაზაური,
  9. გდდ-ის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძე,
  10. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ვაჟა სირაძე,
  11. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე,
  12. კახეთის პოლიციის უფროსი თეიმურაზ კალანდაძე
  13. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსი ლაშა ჯოხაძე,
  14. ლაშა სალუქვაძე, ვაკე-საბურთალოს პოლიცია
  15. სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე
  16. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე,

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები

  1. ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი მოსამართლე მერაბ ტურავა (უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 30 მარტს)
  2. მანანა კობახიძე,
  3. ევა გოცირიძე
  4. გიორგი თევდორაშვილი,
  5. ირინე იმერლიშვილი,
  6. ხვიჩა კიკილაშვილი
  7. ვასილ როინიშვილი

მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტი პოლიციელები

  1. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი დირექტორი გრიგოლ ბესელია,
  2. ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე,
  3. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის აწ უკვე ყოფილი მოადგილე, დავით ათაბეგაშვილი, რომელიც 4 აპრილს ბელარუსში ატაშედ დანიშნეს
  4. ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა ვანაძე
  5. პოლიციელები: ნოდარ ზენაიშვილი,
  6. ბერდია ფერაძე,
  7. გიორგი ბჟალავა,
  8. ვახტანგ ბოლქვაძე,
  9. დავით ანთაძე,
  10. არჩილ ანთაძე
  11. ცოტნე ქართველიშვილი.

ამაღლობელის საქმის ფიგურანტი მოსამართლეები და პროკურორები

  1. ნინო სახელაშვილი - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
  2. მალხაზ ოქროპირაშვილი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე
  3. პროკურორი თორნიკე გოგეშვილი და
  4. პროკურორი ვლადიმერ თურმანიძე.

სხვა მოსამართლეები, მათ შორის დემონსტრანტების საქმეების მოსამართლეები

  1. შალვა თადუმაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი
  2. ლევან მურუსიძე
  3. მიხეილ ჩინჩალაძე
  4. ირმა ტოგონიძე
  5. ლელა მილდენბერგერი - ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც აქციებისას დაკავებულთა ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილა
  6. ზვიად ცეკვავა, - ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც აქციებისას დაკავებულთა ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილა
  7. მანუჩარ ცაცუა - ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც აქციებისას დაკავებულთა ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილა
  8. ლელა მარიდაშვილი,
  9. ნინო მარიდაშვილი,
  10. თამარ მჭედლიშვილი - ალეკო ელისაშვილის საქმის მოსამართლე
  11. ლევან ყოლბაია,
  12. ირაკლი ხუსკივაძე,
  13. ნინო ენუქიძე, - ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც აქციებისას დაკავებულთა ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილა
  14. ეკა ბარბაქაძე,
  15. ლელა ცაგარეიშვილი, - ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც აქციებისას დაკავებულთა ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილა
  16. დავით მგელიაშვილი,
  17. ხათუნა ბოლქვაძე,
  18. გულიკო კაჟაშვილი,
  19. ქეთევან ჯაჭვაძე,
  20. ნინო თარაშვილი,
  21. ნათია გუდაძე,
  22. ლელა კალიჩენკო,
  23. არსენ კალატოზიშვილი,
  24. ნატო ხუჯაძე,
  25. ზვიად შარაძე
  26. გიორგი გელაშვილი - გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორი
  27. დავით კურტანიძე,
  28. თეონა ეპიტაშვილი,
  29. ნინო ჭაბუკიანი,
  30. ნანა შამათავა, - აქციებისას სისხლის სამართლის წესით დაკავებული დავით ლომიძისა და თენგო ზასოხაშვილის საქმეების მოსამართლე
  31. კობა ჩაგუნავა, - ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც აქციებისას დაკავებულთა ადმინისტრაციულ საქმეებს განიხილა

პროკურორები

  1. ლევან გეგეჭკორი, თბილისის პროკურორი
  2. შმაგი გობეჯიშვილი, გიორგი ახობაძის საქმის პროკურორი
  3. პაატა ცეცხლაძე
  4. ვაჟა თოდუა,
  5. ზაზა მეტონიძე
  6. პაატა ცეცხლაძე,
  7. ზვიად გუბელაძე - ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორი
  8. ანა მეტრეველი - ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორი
  9. თამარ იაკობიძე,
  10. ანა ხუბეჯაშვილი,
  11. როინ ხინთიბიძე,
  12. ნუგზარ ჩიტაძე, - „400-ლარიანი ჯებირების“ საქმის პროკურორი
  13. გიორგი მუკბანიანი, - მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის საქმის პროკურორი

უფლებადამცველების მიერ „ცრუ მოწმეებად“ მიჩნეული პოლიციელები

  1. სულხან კიკნაძე;
  2. თორნიკე მენაბდე;
  3. გიორგი ჩარექაშვილი,
  4. რევაზ წურწუმია,
  5. ზვიად მარგველანი,
  6. ზურაბ ღარიბაშვილი,
  7. დავით მარუაშვილი,
  8. ოთარ გელაშვილი,

სხვები

  1. ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე (წარსულში ოთარ ფარცხალაძე), ყოფილი გენერალური პროკურორი
  2. გიორგი (გია) კობახიძე, ირაკლი კობახიძის მამა
  3. კახი ბექაური, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
  4. გოგა ხაინდრავა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორი, რომელსაც ლიეტუვა „პროპაგანდისტს“ უწოდებს
  5. ირაკლი რუხაძე, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი.

სანქციები სხვებისაგან

ლიეტუვის გარდა, სავიზო სანქციები ევროკავშირის სხვადასხვა წევრმა ქვეყანამ დაუწესა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

მათ შორის არიან ლატვია, ესტონეთი, ჩეხეთი და გერმანიამ.

ათობით პერსონალური სანქცია დაწესებული აქვს უკრაინასაც.

სავიზო სანქციების გარდა, ფინანსური სანქციები დაწესებული აქვთ შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს.

უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციები დაწესებული აქვს შეერთებულ შტატებს. დიდ ბრიტანეთს ჯერ მისთვის პერსონალური ფინანსური სანქციები არ დაუწესებია.

ევროკავშირს, კონსენსუსის არარსებობის გამო, საერთო სანქციები არ დაუწესებია. ბრიუსელმა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ანტიდასავლურ ქმედებებზე პასუხად შეუჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტების მქონე პირთათვის.

სრულად წაკითხვა