წაკითხვა: 11
მომღერალი პაატა ბურჭულაძე 5000 ლარით დაჯარიმდა. პოლიცია მას 12 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ზოლის გადაკეტვას ედავება.
ბურჭულაძის თქმით, პარლამენტის მიმდებარედ ის არ ყოფილა, თუმცა ადასტურებს, რომ ოპერასთან გზას კეტავდა.
საბოლოოდ, პაატა ბურჭულაძემ საჯარიმო ქვითარი ჩაიბარა, თუმცა პოლიციას განუცხადა, რომ ის არ აღიარებს დღევანდელ მთავრობას და არც ჯარიმას.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს