პაატა ბურჭულაძეს დასცინიან

1 week ago 2

ოპერის მომღერალს პაატა ბურჭულაძეს დასცინიან და შეურაცხყოფას აყენებენ. მომღერალი დაკავებულია და პატიმრობა ემუქრება.

გიორგი უშიკიშვილი, მომღერალი:
“პაატა ბურჭულაძის დაცინვა და შეურაცხყოფა, მით უმეტეს მუსიკოსების მხრიდან, არა მხოლოდ უსამართლობაა, არამედ უდიდესი სულმდაბლობაც. ამ ადამიანს მთელი ცხოვრება აქვს დადებული ქართული კულტურის სამსახურში — მისი ღვაწლი, მისი ხმა და სახელი მსოფლიო მასშტაბით საქართველოს ღირსებას იცავდა. სასაცილო ის კი არაა, ვინც განსაცდელში აღმოჩნდა, არამედ ის, ვინც ასეთ დროს ქილიკს ირჩევს თანაგრძნობის ნაცვლად. ადამიანობა სწორედ ასეთ მომენტებშია, როცა სხვისი ტკივილის წინაშე გვერდით დგახარ. ამიტომ, სანამ სხვას ლანძღავთ, დაფიქრდით, რას ემსახურება თქვენი სიტყვა — ბოროტებას თუ ღირსებას?”

გოჩა დათუსანი, მომღერალი:
“ძალიან დიდი სულმდაბლობაც არის და სხვა რამეც, აქ ჩემი კულტურა არ მაძლევს მაგის თქმის საშუალებას და ვინც დასცინის მახსოვს ის ხალხი თვითონ განსაცდელში და არ დაგვიცინია მგონი და თანაგრძნობა გამოგვიხატია. დაფიქრდით, საქციელი საქციელად და სიტყვა სიტყვად დაგრჩებათ, დრო გავა.”

გენრი დოლიძე, პოეტი:
“თქვენ, ვინც ყველაფერს კადრულობთ საიმისოდ, რომ მერიის საახალწლო კონცერტზე 3-ათასლარიანი ჰონორარი გამოღლიტოთ გაჭირვებული ხალხის ბიუჯეტს, ვერასოდეს გაიგებთ, რატომ იდგა ბარიკადებზე მომღერალი, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი კონსერვატორია მიიწვევდა ლექტორად, კონსულტანტად… კაცს, რომელსაც შეეძლო თქვენსავით ერბინა მმართველი პარტიის ყრილობებზე ტაშის დამკვრელად და სანაცვლოდ თერჯოლის, მარტვილის, ლანჩხუთის, კასპის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტით ერთი ტურნეთი ეყიდა ლექსუსის ჯიპი, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო თავზე, რაც პატიმრობად დაუჯდა.
სჯობს, გაჩუმდეთ და მაგ პლიუს ფონოგრამაზე დაფჩენილი პირები დამუწოთ, თორემ ბუზი ჩაგიფრინდებათ. უყვართ ბუზებს სიმყრალე.
ისტორია ყველას გასცემს საკადრის პასუხს, მანამდე კი, მსოფლიო ვარსკვლავისგან ველოდებით პასუხს, კითხვაზე – ვინ უღალატა ხალხს? ადამიანები, ვინც მწარე იმედგაცრუების მიუხედავად, დღემდე ვიცავთ მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას.”

ლაშა ბუღაძე, მწერალი:

“პაატა ბურჭულაძის დაკავებას მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები ეხმიანებიან და აქ კი მისი ერთი-ორი კოლეგის სოლიდარობის ტექსტიღა შემომხვდა. უამრავი მისი კოლეგა, ვისაც გზა გაუკვალა ამ ადამიანმა და ვარსკვლავებს შორის დააყენა აქ თუ მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე, ჯერაც დუმს… მადლობა გადაუხადეთ ან სოლიდარობის ზოგადი სიტყვები მაინც თქვით განსაცდელში აღმოჩენილი 70 წლის კაცის გასამხნევებლად! რა ქნა, რა დაიჯერა, სად შეცდა და რა გამოუვიდა, ერთია, მაგრამ საქართველოს და თქვენი უკეთესი მომავლისთვის რომ გაწირა თავი სხვებთან ერთად, ეს ხომ ფაქტია! ნუ დუმხართ! უმადურება გულისამრევია!”

გურამ მაცხონაშვილი, რეჟისორი:

“გასაგებია, რომ ყველანი უაღრესად ჭკვიანები და უაღრესად არაგოიმები ხართ, მაგრამ რაკი ასეთი ჭკვიანები ხართ, იქნებ მოვლენათა რიგი დაინახოთ და ფაქტები ერთმანეთთან დააკავშიროთ. სიბრიყვეა ახლა პაატა ბურჭულაძის მიმების მასალად ქცევა და ისედაც ერთმნიშვნელოვნად გაწირული კაცის მეორე მხრიდან გაწირვაც, იქნებ ღლიცინის გარდა სხვა სქილიც გამოავლინოთ კრიტიკულ მომენტში. ერთხელ მაინც.”

ლიკა ქობულაძე, მსახიობი:

“ბატონი პაატა ბურჭულაძე ჩემი კლასელია, ანუ მას ღრმა ბავშვობიდან ვიცნობ. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა თითქმის ნახევარი საუკუნეა ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს. ასეთი ღირსეული პიროვნება, სამწუხაროდ, საქართველოში და მით უფრო კულტურაში ბევრი არ გვყავს.”

სრულად წაკითხვა