პაკისტანში სეპარატისტებმა მატარებლის 450-ზე მგზავრი აიყვანეს მძევლად

1 month ago 26

პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანში შეიარაღებულმა სეპარატისტებმა მძევლად აიყვანეს მატარებლის 450-ზე მეტი მგზავრი, დაიჭრა მემანქანე. ამის შესახებ AFP იტყობინება ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

მატარებელს, რომელიც კუეტიდან ფეშავარში მიემგზავრებოდა, თავს დაესხნენ დაჯგუფება „ბელუჯისტანის განთავისუფლების არმიის“ წევრები.

როგორც CNN წერს, მათ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს და განაცხადეს, რომ მძევლები ჰყავთ აყვანილი.

ბელუჯისტანის ხელისუფლების წარმომადგენელმა შაჰიდ რინდმა თქვა, რომ ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და ყველა დაწესებულების მობილიზება მოხდა ვითარების დარეგულირებისთვის. თავდასხმის ადგილზე გაიგზავნა უშიშროების ძალები.

აშშ-ში „ბელუჯისტანის განთავისუფლების არმია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეტანილი.

სრულად წაკითხვა