პაპი ლეო XIV უკრაინასა და ღაზაში მშვიდობის დამყარებისკენ მოწოდებით გამოვიდა

18 hours ago 3

პაპმა ლეო XIV საკვირაო ქადაგებაში უკრაინაში ჭეშმარიტი და სამართლიანი მშვიდობის დამყარების და ღაზაში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა. „მეც მივმართავ მსოფლიოს დიდ ძალებს და ვიმეორებ მუდმივად არსებულ მოწოდებას „აღარასდროს ომი“, - მიმართა ლეომ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 100 ათასამდე ადამიანს.

„გულში ვატარებ საყვარელი უკრაინელი ხალხის ტანჯვას“, – განაცხადა რომის პაპმა, რომელმაც ამავე გამოსვლაში სამხედრო ტყვეების გათავისუფლება და უკრაინელი ბავშვების ოჯახებთან დაბრუნება მოითხოვა. ის ასევე მიესალმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

ახალი რომის პაპი კონკლავმა 8 მაისს აირჩია. 267-ე პაპი გახდა ამერიკელი რობერტ პრევოსტი. ის გახდა აშშ-ის პირველი წარმომადგენელი, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას.

სრულად წაკითხვა