პაპის არჩევაზე 40 მილიონზე მეტის ფსონები დაიდო, მინიმუმ ორმა ადამიანმა 50 000 დოლარზე მეტი მოიგო

15 hours ago 3

ფსონების განთავსების პლატფორმა Polymarket-სა და Kalshi-ზე მომხმარებლებმა პაპის მოლოდინში $40.4 მილიონზე მეტის ფსონები დადეს, თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, მოთამაშეების მხრიდან ფსონების დადება, როგორც ჩანს, ბრმად მიმდინარეობდა, რადგან კონკლავი მთლიანად დახურულია და ვატიკანის წარმომადგენლებსაც არ შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ, თუ ვინ გახდება პაპი ფრანცისკეს მემკვიდრე.

პრევოსტის პაპად არჩევა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რასაც Polymarket-სა და Kalshi-ზე განთავსებული ფსონებიც მოწმობს. პლატფორმების მომხმარებლებს შორის მთავარი ფავორიტად 70 წლის იტალიელი კარდინალი პიეტრო პაროლინი მიიჩნეოდა. ის 2013 წლიდან ვატიკანის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებს. მეორე ადგილზე კი ფილიპინელი კარდინალი ლუის ანტონიო ტაგლე იყო. რაც შეეხება რობერტ პრევოსტს, ის ერთ-ერთ აუტსაიდერად მიიჩნეოდა.

ახალი პაპის არჩევის შემდეგ, ნაკლებად სავარაუდო კანდიდატად მიჩნეულ პრევოსტზე ფსონის დადებით, რამდენიმე მოთამაშემ დიდი მოგება მიიღო. კერძოდ, ბლოკჩეინზე დაფუძნებულ პლატფორმა Polymarket-ზე ექვსმა მომხმარებელმა მინიმუმ $20 000 მოიგო.

ყველაზე დიდი მოგება მიიღო მომხმარებელმა სახელით „JustPunched“, რომელმაც $1 059.52-იანი ფსონით $63 650,65 მოიგო. Polymarket-ის კონკურენტმა Kalshi-მ კი განაცხადა, რომ მის პლატფორმაზე ერთ-ერთმა მოთამაშემ $526-იანი ფსონით $52 641 მოიგო.

forbes.ge

სრულად წაკითხვა