პარიზი გააგრძელებს სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას უკრაინისთვის

3 hours ago 1

საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებისთვის. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ, როცა კკომენტარი გააკეთა აშშ-ის გადაწყვეტილებაზე, შეწყვიტოს ასეთი ინფორმაციის გაზიარება უკრაინისთვის.

ლეკორნის თქმით, საფრანგეთის დაზვერვა დამოუკიდებლად მოქმედებს და აქვს საკუთარი სადაზვერვო მონაცემები, რომლის გადაცემასაც ის უკრაინაში გააგრძელებს. ფრანგმა მინისტრმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთისთვის ამის გაკეთება ალბათ უფრო რთული იქნება, რადგან ის შეერთებულ შტატებთან საერთო სადაზვერვო ალიანსის ნაწილია.

მანამდე Financial Times-მა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლა, რამაც შეიძლება სერიოზულად შეაფერხოს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობა, დაარტყას რუსეთის სამიზნეებს.

გაზეთი Daily Mail-ი ადრე წერდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ლონდონს აუკრძალა კიევისთვის ამერიკული სადაზვერვო მონაცემების გაზიარება. ხუთშაბათს გაზეთი ასევე წერდა, რომ ამერიკული სადაზვერვო მონაცემების გარეშე, ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტები უკრაინისთვის არსებითად "უსარგებლო" გახდა.

შეერთებულმა შტატებმა კიევის დახმარება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შელაპარაკება მოუვიდა ტრამპთან და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, კიევისთვის დაზვერვისა და სხვა სამხედრო დახმარების გადაცემის მორატორიუმის კომენტირებისას, ნათლად განაცხადეს, რომ აკრძალვა მალე შეიძლება გაუქმდეს, თუ უკრაინა აქტიურად ჩაერთვება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ სამშვიდობო პროცესში.

სრულად წაკითხვა