პარლამენტთან დააკავეს სამი ახალგაზრდა, რომელთაც სკამები მიჰქონდათ აქციის მონაწილეებთან

1 month ago 11

დღეს საღამოს, 21 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა დააკავეს სამი ადამიანი - ორი სტუდენტი გოგო და ერთი ახალგაზრდა ბიჭი.

რამდენიმე დღეა, ამ ადგილას ღამეს ათევენ სტუდენტები.

როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების რეპორტიორი იუწყება, დაკავებულ გოგოებს სურდათ, რომ შეკრებილებისთვის მიეტანას პლასტმასის სკამები, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, შემდეგ კი შელაპარაკებისას დააკავა.

დააკავეს ასევე ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც პოლიციას ჰკითხა, თუ რატომ აკავებდნენ დემონსტრანტებს.

ისინი ძალის გამოყენებით დააკავეს და დაკავების მანქანებით გადაიყვანეს, სავარაუდოდ, იზოლატორში.

რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სთან გარკვევას, სად არიან ისინი გადაყვანილები.

პოლიციელებმა წაიღეს პლასტმასის სკამებიც.

ადგილზე მყოფი პოლიციელები არ პასუხობენ რადიო თავისუფლების კითხვებს, რატომ დააკავეს ახალგაზრდები.

პოლიციელი სტუდენტებს ეუბნებოდა, რომ სკამები, რაც მათ მიჰქონდათ, იყო „საფრთხის შემცველი ნივთი“.

სრულად წაკითხვა