პარლამენტს ლგბტ მარშებისა და "ფერადოვანი ლგბტ ჭინჭების" აკრძალვისთვის დოდო გუგეშაშვილის ორგანიზაციამ მიმართა

2 weeks ago 26

საქართველოს პარლამენტს ლგბტ მარშების და ფერადი აქსესუარების აკრძალვის მოთხოვნით 26 მარტს მიმართა ორგანიზაციამ "დაიცავი შენი წილი სამშობლო".

დარეჯან (დოდო) გუგეშაშვილის ორგანიზაციის პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის დოკუმენტი ასე გამოიყურება

დარეჯან (დოდო) გუგეშაშვილის ორგანიზაციის პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის დოკუმენტი ასე გამოიყურება

შალვა პაპუაშვილმა ამ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ერთპარტიული და სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს, 4 აპრილს გააკეთა განცხადება - მისი თქმით, საკითხი განსახილველად ადამიანის უფლებათა კომიტეტს გადაეცემა.

საერთაშორისო ასოციაცია "დაიცავი შენი წილი სამშობლო" დოდო გუგეშაშვილმა ჯიმი ინატაშვილთან და ემზარ ლეჟავასთან ერთად 2017 წელს დაარსა. ემზარ ლეჟავა ფრიდონ ინჯიას პარტიის, ევროპელი სოციალისტების შემომწირველია - 2021 წელს მან ამ პარტიას 3 000 ლარი შეწირა.

პარლამენტისთვის საკანონმდევლო ინიციატივის წერილობით გაგზავნამდე, 20 მარტს ამ ორგანიზაციის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა მიმართვა შალვა პაპუაშვილის მიმართ.

"ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება "მშვიდობის ფორუმის" მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, საქართველოს პარლამენტს:

გთხოვთ სასწრაფოდ მიიღეთ კანონი ლგბტ ე.წ. მარშების ანუ სოდომ-გომორის ბილწების ტრუშუნის აკრძალვასთან დაკავშირებით."

დოდო გუგეშაშვილი არის აფხაზეთის ომის მონაწილე, გასამხედროებული დაჯგუფება მხედრიონის ერთ-ერთი მეთაური.

საქართველოში ლგბტ მარში არასოდეს გამართულა - სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ მათთვის შეკრებისა და გამოხატვის უფლების რეალიზაციის შეუძლებლობაზე. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, ყველა მცდელობა, რომ ლგბტქ+ ადამიანებსა და მათ მხარდამჭერებს საჯარო სივრცეში მოეწყოთ ხილვადობის გასაზრდელი ღონისძიებები, მათზე ძალადობით დასრულდა. არცერთი ძალადობრივი თავდასხმის ორგანიზატორი ამ დრომდე დასჯილი არ არის. ყოველ წელს არაერთი ღიად გეი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი ადამიანი ტოვებს საქართველოს და თავშესაფრის საძებნელად ევროკავშირის ქვეყნებში მიდის.

სრულად წაკითხვა