საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში მწვავე პოზიციით ეხმაურება საპატრიარქოს გადაწვეტილებას (პატრიარქის ბრძანება), მამა დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით:
“პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, თქვენ, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით და გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სიმძიმე მას დააკისროთ.
თუმცა მართალი სიტყვისა და თავისუფლების ჩახშობა არ გამოგივათ.
საქართველოს ეკლესიამ ასეთს და მეტსაც გაუძლო და კიდევ გაუძლებს!
ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა მამა დოროთე ყურაშვილს!“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ინფორმაციისთვის:
“ა.წ. 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად“, – ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
ბრძანება N 84
სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი
(29.10.2025)

22 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·