„სარკე“
ტელეწამყვანმა ზურა გორგაძემ დიდი ხნის ოცნება აიხდინა და საკუთარი ბინა იყიდა. ოცნების სახლამდე კი 6 ბინის შეცვლა მაინც მოუწია, სანამ თავისი გემოვნებით მოწყობილ სივრცეში დაიწყებდა ცხოვრებას. ახალ სახლში ზურამ გააერთიანა თავისი ბავშვობის ემოციები, საკუთარი ხედვები და დაიკმაყოფილა ყველა ის სურვილი, რომლებიც საცხოვრებელთან დაკავშირებით ჰქონდა.
მისი სახლი ვერეს ხეობას და ბაგებს გადაჰყურებს. დიდი ვერანდა, სტუდიო მისაღები, საგარდერობე ოთახი და საძინებელი _ ეს ის სივრცეა, რომელიც ზურასთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. მთელი სახლი ისე მოაწყო, რომ მის მომავალ ცოლს ხელის განძრევაც არ დასჭირდება კომფორტული ცხოვრებისათვის.
-ისეთი სახლია, რომელიც ყველას გემოვნებას დააკმაყოფილებს, ყველა იპოვის მისთვის მოსაწონ დეტალს…
სხვათა შორის, რაც ბინა გავაკეთე, ოჯახიდან კიდევ უფრო გააქტიურდა ზეწოლა, ცოლი მოიყვანე, ახლა უკვე შენი სახლიც გაქვს და ხელს არაფერი შეგიშლისო, მაგრამ მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ ცხოვრებაში ყველაფერს ვგეგმავ… იმასაც ვაცნობიერებ, რომ პატარა ბიჭიც აღარ ვარ, ოჯახის შექმნისთვისაც ძალიან კარგი დრო არის, მაგრამ ამ ყველაფერს დრო და გარემოებები გვიჩვენებს.
ინტერვიუ იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში