გლდანის #8-ე ციხეში მყოფი პატიმარი დავით ფეიქრიშვილი ისევ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს - როგორც რადიო თავისუფლებას დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა უთხრა, მას საოპერაციოდ ამზადებენ.
ზურაბ ჩხაიძის ცნობით, პატიმარს ზედა კიდურზე აქვს ჭრილობა აქვს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმები ვერ საუბრობენ დაზიანების მიზეზზე.
დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ წუხელ, 19 ოქტომბერსაც გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, მას „ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, თავის ქალაზე აქვს სისხლნაჟღენთები“.
მასალა განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები
ფორუმი