WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ავტომიბილი აფეთქდა, რომელშიც სამხედედო მოსამსახურე და მისი ცოლი იმყოფებოდნენ. როგორც "Фонтанка" და Baza იწყობინებიან, კაცი დაიღულა, ცოლი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქება, დღეს 27 აგვისტოს დილით მოხდა სლავიანკის რაიონში ტრასაზე. ავტომობილს ვიცე-პოლკოვნილი მართავდა. მისი ვინაობა არ სახელდება.

წინასწარი ინფორმაციით ავტომობილში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

როგორც არხი "Агентство" წერს აფეთქება იმ მიკრო რაიონში მოხდა, სადაც სამხედროებისთვის საცხოვრებლები შენდება.

უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთში სამხედრო მოსამსახურეების, მათ შორის მაღალჩინოსნების, აფეთქების ეს პირველი შემთხვევა არაა.

თუმცა, მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.