პოლიციამ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

1 week ago 8

შსს-ს ცნობით ერთი პირი დააკავეს ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით.

1998 წელს დაბადებული გ.ხ. -ს ბრალი ედება 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, თანმხლებ პირებთან ერთად 7 ვიდეოსამეთვალყურეო კამერის დაზიანებაში. შსს-ს ცნობით, კამერები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე იყო. 

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და ითვალისწინებს 6 წლამდე პატიმრობას. 

სრულად წაკითხვა