პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა ოთხი მაღაროელი

5 hours ago 3

29 აპრილს ჭიათურაში ჩატარებული ოპერაციის დროს პოლიციამ ოთხი მაღაროელი დააკავა. მათ ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს ედავებიან შუქრუთის მაღაროს დირექტორისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენებას.

„სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან, რამდენიმე საათში დააკავეს“, - წერია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება).

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა