WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან მდებარე სკვერში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის მოქალაქეა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული“, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.